2022 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის გასვლითი სხდომა ქალაქ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.
გასვლით სხდომას ორგანიზება გაუწია სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ავთანდილ ბუცხრიკიძემ.
სხდომაზე საერთაშორისო ურთიერტბების და საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პორგრამების სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები განსხვავებული თემატიკით, რომლებიც ეხებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე არსებულ აქტუალურ საკითხებს.
მომხსენებლები იყვნენ: ანა კეკუა, მარი სოფრომაძე, მარიამ სხილაძე, ციცი კვინიკაძე, ლილე ქარქაშაძე, ფერიდე კინწურაშვილი, თინათინ მუმლაძე, მარიამ არაბიძე, ანა ბუბუტეიშვილი, ანა თევდორაძე და თამთა კაპანაძე.
მომავალში დაგეგმილია სამეცნიერო წრის სხდომების ჩატარება სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით.