2022 წლის ოქტომბრის თვეში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმერეთის რეგიონის მეწარმეებს ჩაუტარდათ უფასო ტრენინგები.
ტრენინგები ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ინიცირებით შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:
I. ,,საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელებს შორის ურთიერთობების, სრულყოფის აქტუალური საკითხები", სპიკერი - კახა კუპატაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბიზნესის ადმინისტრირბეის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი;
II. ,,დაგეგმვა და ანალიზი, ბიზნესის ეფექტიანობისთვის", სპიკერი - მედეა ლომინაშვილი-ფრუიძე, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის, აღრიცხვა და ანალიზის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
III. თანამშრომელთა მოტივირების, თანამედროვე პრაქტიკა", სპიკერი - ვლადიმერ ხიხაძე, ზესტაფონის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ბიზნესის ადმინისტრირბეის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი.
ტრენინგი წარიმართა დისკუსიის რეჟიმში და მოსულ მეწარმეებს გადაეცათ აკაკი წერეთლის სახელმნწიფო უნივერსიტეტის სერთიფიკატები.
მადლობა სპიკერებს - კახა კუპატაძეს, მედეა ლომინაშვილი-ფრუიძეს, ვლადიმერ ხიხაძეს - დამატებით გაწეული შრომისა და როგორც ფაკულტეტის, ისე უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლებისთვის.
ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მომავალში ეტაპობრივად ჩაატარებს უფასო ტრენინგებს იმერეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ მეწარმეებთან.