ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2023 წლის 9 იანვრიდან და გაგრძელდება 13 იანვრის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
შიდასაფაკულტეტო კომისია მიღებულ პროექტებს შეაფასებს 2021 წ. 16-17 იანვარს, ხოლო 18 იანვარს გამოცხადდება კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2021 წლის 24-27 იანვარს შეაფასებს კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულ პროექტებს და 30 იანვარს გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2023 წ. 2 თებერვალს. გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2023 წლის 6 თებერვლიდან.
დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:
ბრძანება საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ 2023 № 01–04–119
შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესები
საკონტაქტო პირი: აკაკი ბაკურაძე, მობ.: 577 131 831