2022 წლის 28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამართა საჯარო ლექცია თემაზე - „მტკიცების ტვირთი დეონტოლოგიურ ეთიკაში“.
საჯარო ლექციას უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი – ქ-ნი ანა ლორია.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.
საჯარო ლექციის შემდეგ, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე წარმომადგენლებმა განიხილეს სამომავლო ერთობლივი აქტივობები, მათ შორის იურიდიული ეთიკის კლინიკის შექმნა, იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსის ორგანიზება და იურიდიულ ეთიკასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები. შეხვედრის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის დაიგეგმა ინტენსიური იურიდიული ეთიკის კურსის ჩატარება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინტენსიურ კურსში მონაწილეობას მიიღებენ სამართლის საგანმანათლებლო სტუდენტები და იურიდიული ეთიკის ადგილობრივი პროფესორ-მასწავლებლები.