მიმდინარე წლის 13 ივნისს მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს უნივერსიტეტსა და შპს "ნექსია თიეი აკადემიას" შორის, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა და მომსახურე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, სტუდენტების როგორც პროფესიული პრაქტიკის გავლას, ისე ერთობლივ შემეცნებით პროექტებში მათ ჩართვას.
Nexia International არის დამოუკიდებელი ქსელი, რომელიც ინდუსტრიებს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს და ამ მიმართულებით ის მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების 10-ეულშია. ორგანიზაცია 1971 წელს ამერიკაში დაარსდა; ამჯერად Nexia-ს ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ოფისს აერთიანებს https://www.bia.ge/Company/32792