მიმდინარე წლის ივნისის თვეში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის F1 (ბუღალტერი ბიზნესში) F2 (მენეჯერული აღრიცხვა) წიგნების აღიარებას. ამასთან, პროფესიონალი ბუღალტრების და აუდიტორების მიერ საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგეების და მასტერკლასების ჩატარებას აღნიშNული პროგრამის სტუდენტებისთვის.
გარდა აღნიშნულისა, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის განვითარების მიზნით, იგეგმება F3(ფინანსური აღრიცხვა) და F7(ფინანსური ანგარიშგება) წიგნებით გათვალისწინებული საკითხების სასწავლო კურსებში შეტანა მომავალში აღიარების მიზნით.
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული (არასამთავრობო, არაკომერციული) ორგანიზაცია. შეიქმნა 1998 წლის 5 მაისს, საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი არის საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წელს) სამართალმემკვიდრე.
ბაფის საქმიანობის მიზანია: საინვესტიციო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით; წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა და შენაჩუნება, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით; ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ფინანსური ანგარიშგების სანდოობისა და ხარისხის უზრუნველყოფით.