2018 წლის იანვარ-თებერვალში, ევროპელი პარტნიორების გამოცდილების საფუძველზე ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუცმენის პოზიციის მეშვეობით (AESOP)“ ფარგლებში დაფუძნდა ომბუცმენის ოფისები სამ ქართულ, ოთხ აზერბაიჯანულ და ორ უკრაინულ უნივერსიტეტში. ომბუცმენის ოფისების დაფუძნებას წინ უძღვოდა სასწავლო ვიზიტები ვარშავის, ლაქილას და მინიოს უნივერსიტეტებში და შეხვედრა ავსტრიის სტუდენტური ომბუცმენის ოფისთან.
პროექტის მიზანია ომბუცმენის ოფისების შექმნით ხელი შეუწყოს ,,სტუდენტთა ადვოკატირების“ დემოკრატიულ პროცედურებს აღმოსავლეთ სამეზობლოს სამ ქვეყანაში ბოლონიის პრინციპების დაცვით.
პროექტის პარტნიორები არიან:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
ნახიჩევანის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
განათლების სამინისტრო (აზერბაიჯანი)
კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო)
ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტი (საქართველო)
პოლტავის ეკონომიკის და ვაჭრობის უნივერსიტეტი (უკრაინა)
კიევის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი (უკრაინა)
ავსტრიის სტუდენტური ომბუცმენის ოფისი (ავსტრია)
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ლაქილას უნივერსიტეტი (იტალია)
მინიოს უნივერსიტეტი ( პორტუგალია)
იუვასკულას უნივერსიტეტი (ფინეთი)
მიდლსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)