2019 წლის იანვარ - თებერვალში ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,, სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით” (AESOP), არაევროკავშირის წევრმა, სამმა ქართულმა, ოთხმა აზერბაიჯანულმა და ორმა უკრაინულმა უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შორის, რათა განისაზღვრა ომბუცმენის ოფისების გავლენისა და სტუდენტთა ადვოკატირებისადმი დამოკიდებულება.
პროექტის მოკლე მიმოხილვა:
პროექტის მიზანია ომბუცმენის ოფისების შექმნით ხელი შეუწყოს ,,სტუდენტთა ადვოკატირების“ დემოკრატიულ პროცედურებს აღმოსავლეთ სამეზობლოს სამ ქვეყანაში ბოლონიის პრინციპების დაცვით.
2018 წლის სექტემბერ - ოქტომბერში, სატრეინინგო პროგრამა სტუდენტურ ადვოკატირებაში ჩატარდა საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის უნივერსიტეტებში. ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით“ (AESOP) ფარგლებში.
აღნიშნული არაევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტები ახორციელებენ სატრეინინგო პროგრამას სტუდენტთა ადვოკატირების მიმართულებით პროექტის ფარგლებში დანიშნულ ომბუცმენებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის პარტნიორების ზედამხედველობით შემუშავებული გეგმის შესაბამისად.
პროექტის მიზანია ომბუცმენის ოფისების შექმნით ხელი შეუწყოს ,,სტუდენტთა ადვოკატირების“ დემოკრატიულ პროცედურებს აღმოსავლეთ სამეზობლოს სამ ქვეყანაში ბოლონიის პრინციპების დაცვით.
2019 წლის 4-5 აპრილს ჩატარდა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუცმენის პოზიციის მეშვეობით” (AESOP) მენეჯმნტის ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა ვადიმ ჰეტმანის სახელობის კიევის ეკონომიკურმა უნივერსიტეტმა (კიევი, უკრაინა).
AESOP-ის პროექტის კონსორციუმის წევრებმა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები. განსაკუთრებით, სტუდენტთა ადვოკატირების სასწავლო პროგრამები არაევროპული უნივერსიტეტების შედეგებზე დაყრდნობით. ევროპელმა პარტნიორებმა გასცეს რეკომენდაციები. განიხილეს შექმნილი ომბუცმენის ოფისების ინსტიტუციური პოლიტიკა და საქმიანობა ასევე სამომავლო ღონისძიებები: ბაქოს მენეჯმნენტის ჯგუფის შეხვედრა და შემაჯამებელი კონფერენცია ქუთაისში. მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები.
სხდომას ესწრებოდნენ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ეროვნული ERASMUS + ოფისი.
2019 წლის 27 მაისს ჩატარდა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუცმენის პოზიციის მეშვეობით (AESOP)“ მენეჯმნტის ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა ხაზარის უნივერსიტეტმა (ბაქო, აზერბაიჯანი).
შეხვედრას ესწრებოდნენ კონსორციუმის წევრები. მათ განიხილეს აღნიშნული პროექტის მიზნები და ამოცანები. ისაუბრეს მის შედეგებსა და გამოწვევებზე, ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე, ვადებსა და დაგეგმილ საქმიანობაზე.
ასევე განიხილეს 15-16 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი, საქართველო) დაგეგმილი შემაჯამებელი კონფერენციის სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში დეტალები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის ეროვნულმა ERASMUS + ოფისმა. აზერბაიჯანის ეროვნული ერაზმუს+ ოფისის კოორდინატორი და თანამშრომლები მონიტორინგს უწევდნენ პროექტს. შეხვედრის ბოლოს მიღებულ იქნა კონკრეტული რეკომენდაციები.
ERASMUS + -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუცმენის პოზიციის მეშვეობით (AESOP)“ ფარგლებში, 2018 წლის მარტში და აპრილში ხაზარის უნივერსიტეტში ტარდება საპილოტე ტრეინინგი სტუდენტთა ადვოკატირებაში
ტრეინინგში მონაწილეობენ როგორც უნივერსიტეტის დაინტერესებული წევრები, ასევე შემთხვევით შერჩეული მონაწილეები. საპილოტე ტრეინინგის მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ომბუცმენის ოფისების, ომბუცმენის, მისი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე ზოგადი ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტრუქტურის, დეპარტამენტებისა და ფაკლულტეტების ვალდებულებების, შიდა დისციპლინა ასევე სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ტრეინინგი დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში დანიშნულ ომბუცმენებთან თანამშრომლობით.
ხაზარის უნივერსიტეტში ჩატარებული საპილოტე ტრეინინგის შედეგების საფუძველზე, სხვა არაევროკავშირის წევრი უნივერსიტეტები ჩაატარებენ ტრეინინგს მათსავე უნივერსიტეტებში.
ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გათვალისწინებით სამ ქართულ, ოთხ აზერბაიჯანულ და ორ უკრაინული უნივერსიტეტში AESOP- ის პროექტის ფარგლებში 2018 წლის დეკემბერში - 2019 წლის იანვარში შეიქმნა ომბუცმენის ოფისები.
პროექტის მიზანია ომბუცმენის ოფისების შექმნით ხელი შეუწყოს ,,სტუდენტთა ადვოკატირების“ დემოკრატიულ პროცედურებს აღმოსავლეთ სამეზობლოს სამ ქვეყანაში ბოლონიის პრინციპების დაცვით.
პროექტის პარტნიორები არიან:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
ნახიჩევანის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
განათლების სამინისტრო (აზერბაიჯანი)
კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო)
ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტი (საქართველო)
პოლტავის ეკონომიკის და ვაჭრობის უნივერსიტეტი (უკრაინა)
კიევის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი (უკრაინა)
ავსტრიის სტუდენტური ომბუცმენის ოფისი (ავსტრია)
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ლაქილას უნივერსიტეტი (იტალია)
მინიოს უნივერსიტეტი ( პორტუგალია)
იუვასკულას უნივერსიტეტი (ფინეთი)
მიდლსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)