აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით" აპლიკანტ-კოორდინატორმა პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას უმასპინძლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლიდან არის ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით" აპლიკანტ-კოორდინატორი. პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. მასში ჩართული არიან პოლონეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, პორტუგალიისა და ავსტრიის უნივერსიტეტები და ომბუდსმენის ოფისები. პროექტის ფარგლებში საქართველოს სამ, უკრაინის ორ და აზერბაიჯანის ოთხ უნივერსიტეტში ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა ომბუდსმენის პოზიცია და ოფისი.
2019 წლის აპრილში Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრების სერია სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან.
შეხვედრებზე განიხილეს და დაგეგმეს მაგისტრატურის სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის Turnitin-ის გამოყენების წესები და გრაფიკი.
ვრცლად: სამუშაო შეხვედრები სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან
2019 წლის 12 თებერვალს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აკადემიური წერის მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს აკადემიური წერის კურსის ფარგლებში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ანტიპლაგიატის საკითხები, ასევე შეაჯამეს და შეაფასეს moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგები.
ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’ მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
2019 წლის მარტსა და აპრილში Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრების სერია სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე განიხილეს და დაგეგმეს მაგისტრატურის სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის Turnitin-ის გამოყენების წესები და გრაფიკი.
ევროკავშირის მიერ ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’ მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ვრცლად: სამუშაო შეხვედრები სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელებთან
2018 წლის 11 ნოემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი აკადემიური წერის მასწავლებლებისთვის.
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა წერის კომპონენტის სწავლება და უკუკავშირის მიწოდება. შეხვედრებზე თანაბარი დრო დაეთმო უკუკავშირის მიწოდების, მის თეორიულ ნაწილს, ასევე moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების პრაქტიკულ საკითხებს.
ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’(კოორდინატორი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.