2021 წლის 2 დეკემბერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში“ (DITECH) ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი “გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში - სწავლა ინოვაციური მედია-საშუალებებით“.
ვრცლად: ტრენინგი ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ EMERGE-ის ფარგლებში, აპლიკაცია MigApp მოარგო საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებებს.
აპლიკაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს
2021 წლის 5-7 ივლისს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა გახსნეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ.
ვრცლად: Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის SQUARE კონსორციუმის შეხვედრა ბათუმის შოთა...
2021 წლის 9 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტით გათვალისწინებული რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა შეხვედრა.
ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით
16 ივნისს ტარდება ვირტუალური საინფორმაციო ღონისძიება Study in Europe!