ახალგაზრდა, გერმანულად მოსაუბრე ჟურნალისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან აქვთ საშუალება, 2019 წლის 14 ივლისიდან 2 აგვისტომდე მონაწილეობა მიიღონ მიუნხენში ახალგაზრდა პუბლიცისტების მხარდაჭერის ინსტიტუტის (ifp – Institut für Förderung publizistischen Nachwuchses) სამკვირიან საზაფხულო აკადემიაში. აკადემიის „Ostkurs 2019“-ის პროგრამაში კლასიკური ჟურნალისტური ჟანრების გარდა (ახალი ამბები, რეპორტაჟი, ინტერვიუ) იქნება ასევე ინფორმაციის ონლაინ მოძიება, ონლაინ ვერიფიკაცია და მობილური რეპორტაჟები. სემინარის მესამე კვირას ჟურნალისტების სკოლის სატელევიზიო სტუდიაში ინტერვიუს ტრენინგი ჩატარდება.

? განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი. სრულ ინფორმაციას იხილავთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.journalistenschule-ifp.de/ostkurs/ostkurs-2019

2019 წლის სექტემბერში ლაიფციგის მოლდოვას ინსტიტუტი ატარებს საშემოდგომო სკოლას თემაზე „მეხსიერების კონფლიქტები და წარსულის დაძლევა საქართველოში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ, მოლდოველ, უკრაინელ, რუს, ბელარუს და გერმანელ სტუდენტებსა და დოქტორანტებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ისეთი მიმართულებებიდან, როგორებიცაა ისტორია, კულტურის მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და პოლიტიკური მეცნიერებები.

რვადღიანი საშემოდგომო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება მეხსიერების პოლიტიკა მოლდოვას ქალაქების კიშინიოვის, კომრატის, ორჰეის, ბენდერის, ტირასპოლის და უკრაინის ქალაქ ჩერნოვიცის მაგალითზე.

პროექტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებიდან აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, ხოლო პროგრამის, ბინის, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს ლაიფციგის მოლდოვას ინსტიტუტი.

❗ განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.

დამატებით ინფორმაციისათის ეწვიეთ საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვერდს:

https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/