საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD), საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო". პროექტის მიზანია ახალგაზრდებს, და ზოგადად ფართო საზოგადოებას, გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.

გაცნობებთ რომ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში იწყებენ ახალ პროექტს სახელწოდებით „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“, რომლის მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა შეიმუშავონ პოლიტიკის დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

2019 წლის 4 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკდემიის ინიცირებით და სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან შეთანხმებით, ლიცეუმის ბაზაზე ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში (NATO) გაწვერიანებისთვის".

2019 წელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი თარიღია - ზუსტად 70 წლის წინ, 1949 წლის 15 მარტს, ქუთაისის იმჟამინდელი პედაგოგიური ინსტიტუტის კლუბში, სტუდენტთა პირველი რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ცხინვალის, გორის, თელავის პედაგოგიური და ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტების სტუდენტებმა. 4 დღის განმავლობაში ყველა პლენარულ და სექციურ სხდომაზე წაკითხულ იქნა 51 მოხსენება. ზოგიერთმა მომხსენებელმა საქართველოს განათლების სამინისტროს ჯილდოებიც დაიმსახურა. კონფერენციის შედეგებიდან გამომდინარე, 1949-1950 სასწავლო წლის I სემესტრში, ინსტიტუტში, სამეცნიერო მუშაობისა და კონფერენციის ერთიანი ხელმძღვანელობის მიზნით, დაარსდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სტუდენტებისთვის ესეების კონკურსის შესახებ, რომლის თემატიკაა: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი.

 აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას ბელორუსის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებთან. პროგრამა გულისხმობს თანამშრომლობას: ეკონომიკის, მიგრაციის, მმართველობისა და სხვა მიმართულებებით.

აღნიშნული კონკურსი იმართება პოლონეთისა და ლიეტუვას  საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და სწავლობენ აღნიშნულ სახელმწიფოების უნივერსიტეტებში.  კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • ინგლისურ ენაზე შესრულებული ესე - MS Word (.doc or .docx.) ან PDF (.pdf) format; font - Times New Roman; font size - 12; spacing - single; სიტყვების რაოდენობა : 5,000 - 6,000 (ca. 10 to 12 pages, A4 format);
  • 1 აპლიკანტს აქვს მხოლოდ 1 ესეს წარდგენის უფლება.
  • ნამუშევარი უნდა შესრულდეს ელექტრონულად და თან ახლდეს ავტორის ხელმოწერა.
  • ნაშრომის ავტორის CV (აუცილებლად უნდა შეიცავდეს ავტორის ტელეფონის ნომერს და ელ-ფოსტას).

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://rustaveli.org.ge/geo/anonsebi/-eseebis-konkursi-studentebistvis-