რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ყოფილი ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის) დაარსებისთანავე – 1933 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა. 1935 წელს შეიქმნა მსოფლიო და რუსული ლიტერატურის კათედრა; 1937 წელს მას გამოეყო რუსული ლიტერატურის კათედრა, რომელსაც 1941 წლამდე ხელმძღვანელობდა დოც. ანა ჩხეიძე. სხვადასხვა წლებში რუსული ენის კათედრას ხელმძღვანელობდნენ დოცენტები: კსენოფონტ კვანტრე, გიორგი მახარობლიძე, გულნარა ქუთათელაძე, გივი ნანავა, ანა კურცხალია, ელენე იაგოვკინა, მზია ფარქოსაძე, ინგა კიკვიძე. წლების მანძილზე კათედრაზე წარმატებით მოღვაწეობდნენ პროფესორები სიკო ვაჩაძე, გიორგი როგავა, დიმიტრი ჭანტურიძე; დოცენტები როზა მაკლერი, ნიკოლოზ ნუცუბიძე, რებეკა პევნაია და სხვ. რუსული ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდნენ დოცენტები: გიორგი ტალიაშვილი, ფატი გოკიელი, ნიკოლოზ მაისურაძე, ვახტანგ ალანია, პროფესორი ვერა ოცხელი. კათედრაზე მუშაობდნენ დოცენტები: ქეთევან კილასონია, ია ადეიშვილი, ირაიდა კროტენკო და სხვ. 2005 წელს რუსული ენისა და რუსული ლიტერატურის კათედრები გაერთიანდა და შეიქმნა სლავური ფილოლოგიის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი – პროფ. ირაიდა კროტენკო). ამჟამად დეპარტამენტის ხელმძღვანელია პროფ. ინგა კიკვიძე. დეპარტამენტზე მუშაბს 3 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ-პროფესორი, 1 მოწვეული სპეციალისტი. დეპარტამენტი ახორციელებს რუსული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო, სამაგისტრო და დამატებით (minor) პროგრამებს. დეპარტამენტის პროფესორ–მასწავლებლები ნაყოფიერდ მოღვაწეობენ რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაუმჯობესების, მეცნიერული და პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების მხრივ; გამოსცემენ მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომებს: მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო სტატიებს; აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. დეპარტამენტი – რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის კოლექტიური წევრია.