ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი მოიცავს სამ უმთავრეს მიმართულებას. ესენია: 1. ქართული ენა; 2. ქართული ლიტერატურა და 3. ზოგადი ენათმეცნიერება. დეპარტამენტი ამგვარი სახით არსებობს 2011 წლიდან. იგი შეიქმნა მანამდე უნივერსიტეტში არსებული სამი დამოუკიდებელი კათედრის (ქართული ენის, ქართული ლიტერატურისა და ზოგადი ენათმეცნიერების) გაერთიანების შედეგად. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კერძოდ, მისი აკადემიური პერსონალი შედგება 9 სრული პროფესორისაგან, 15 ასოცირებული პროფესორისა და ერთი ასისტენტ-პროფესორისაგან. დეპარტამენტი აკადემიურ მუშაობას წარმართავს უნივერსიტეტში მისი პროფილის შესაბამის სამივე საფეხურზე - ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. გარდა სასწავლო მუშაობისა, დეპარტამენტის წევრები ინტენსიურად ეწევიან აქტიურ სამეცნიერო მუშაობას. ისინი სისტემატურად იღებენ მონაწილეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. დეპარტამენტის ორგანიზებით ასევე ხშირად ტარდება ქართველოლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებანი. ძირითადად ხსენებული დეპარტამენტის წევრთა მონაწილეობით ფუნქციონირებს დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ყოველწლიურად გამოსცემს საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ჟურნალს „ქართველური მემკვიდრეობა.“ დეპარტამენტის წევრთა სამეცნიერო ნაშრომები გამოდის ცალკე წიგნებად და იბეჭდება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხოეთის მეცნიერულ პერიოდულ გამოცემებში. დეპარტამენტთან წარმატებით ფუნქციონირებს სტუდენტთა სამეცნიერო წრეები ქართულ ენაში, ლიტერატურასა და ზოგად ენათმეცნიერებაში; არსებობს ახალგაზრდა მწერალთა წრეც. დეპარტამენტის წევრები ასევე წარმატებით ემსახურებიან როგორც ჩვენი უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს, ისე სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში სტაჟირებით, ანდა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებით მყოფ უცხოელებს.