ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტი შეიქმნა 2005 წელს, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის კათედრების ბაზაზე. ეს კათედრები ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფუნქციონირებდნენ მისი დაარსებიდანვე (1933 წლიდან). აქ მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, კოტე ბაქრაძე, ანგია ბიჭორიშვილი, შალვა ჩხატიშვილი, რევაზ ნათაძე და სხვ. კათედრების დეპარტამენტის სტუქტურაში გაერთიანების შემდეგ 2010 წლამდე მას ხელმძღვანელობდა პროფესორი რობერტ გოლეთიანი, 2010-2013 წლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ასოცირებული პროფესორი მანანა ჩიტეიშვილი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე დეპარტამენს ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი მერაბ მაღრაძე.
დეპარტამენტში, მისი არსებობის მანძილზე, განხორციელდა და ხორციელდება შემდეგი სასწავლო პროგრამები: 1) სამაგასიტრო პროგრამა განათლების ფსიქოლოგიაში - 2006-2010 წლებში, 2) საბაკალავრო პროგრამა ფილოსოფიაში - 2009 წლიდან, 3) მაინორ პროგრამა ფილოსოფიაში - 2011 წლიდან, 3) მაინორ პროგრამა ფსიქოლოგიაში - 2011 წლიდან, 4) სამაგისტრო პროგრამა „ფილოსოფია და რელიგიის კვლევები“ - განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წლიდან.
დეპარტამენტში, მისი არსებობის განმავლობაში, მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ პროფესორები რობერტ გოლეთიანი და ქეთევან პავლიაშილი (მოწვეულია ხელშეკრულებით), ასოცირებული პროფესორები მერაბ მაღრაძე, მანანა ბანძელაძე, მარინე სირბილაძე, მანანა ჩიტეიშვილი, ბადრი ფორჩხიძე, ომარ დევიძე, მირიან ებანოიძე, იაკობ კუჭუხიძე, რომან მიქაუტაძე (გარდაიცვალა 2011 წელს), კოსტანტინე სტურუა (გარდაიცვალა 2015 წელს), ვახტანგ მენაბდიშვილი (გარდაიცვალა 2016 წელს). დეპარტამენტში, მისი დაარსებიდან დღემდე, მუშაობს ორი სპეციალისტი, ლალი ნაკაშიძე და ამირან კვერნაძე, აგრეთვე ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელი ერმალო ლანჩავა. დეპარტამენტის ყველა წევრი სისტემატურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და აქვეყნებს სტატიებს, ხოლო აკადემიური პერსონალის ყველა წარმომადგენელს აქვს გამოქვეყნებული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.
დეპარტამენტმა, მისი არსებობის მანძილზე, ჩაატარა ორი სამეცნიერო კონფერენცია: 1910 წელს შალვა ჩხატიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი და 2016 წელს დიმიტრი უზნაძის 130 წლისთავისადმი მიძღვილი. კონერენციებში მონაწილეობდნენ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ცნობილი სპეციალისტები და წამყვანი მეცნიერები საქართველოს თითქმის ყველა სამეცნიერო ცენტრიდან.