აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრი წარმოადგენს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს. ენათა ცენტრი შეიქმნა 2011 წელს ფაკლუტეტზე ჩატარებული რეოორაგნიზაციის საფუძველზე უნივერსიტეტის მასშტაბით ენების სწავლების დონის ამაღლებისა და კოორდინაციის მიზნით. ენათა ცენტრი აერთიანებს ოთხ ენობრივ მიმართულებას: ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა და რუსული ენა. იგი კურირებს საუნივერსიტეტო აკადემიურ პროგრამებში უცხო ენების პრაქტიკული კურსების სწავლებას, რაც მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით კურსებს შემოთავაზებულ ენებში. თითოეული კურსი მოიცავს სამ საფეხურს ( უცხო ენა 1, უცხო ენა 2, უცხო ენა 3 ) და ისწავლება გაბმულად სამი სემესტრის მანძილზე. ცენტრი ასევე ახორციელებს დარგობრივი უცხო ენის სწავლებას ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად. ენათა ცენტრი სთავაზობს უნივერსიტეტის სტუდენტებს იტალიური ენის შესწავლას არჩევით ფორმატში. ენათა ცენტრში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც მიღებული აქვთ საერთაშორისო რანგის პროფესიული გადამზადება. ენათა ცენტრის ადმინისტრაცია წარმოდგენილია 3 საშტატო ერთეულით: ენათა ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური პროგრამების კოორდინატორი და სპეციალისტი. ამჟამად, ენათა ცენტრში დასაქმებულია 20 მასწავლებელი, 32 ხელშეკრულებით მოწვეული და 50 საათობრივ ანაზღაურებაზე მოწვეული სპეციალისტი. ცენტრის გამართულ მუშაობას ასევე უზრუნველყოფს 5 ხელშეკრულებით მოწვეული ტექნიკური პერსონალი. ენათა ცენტრი აქტიურად არის ჩართული ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტებში და პროგრამების განხორციელებაში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათა ცენტრი მაღალპროფესიონალური კადრით, თანამედროვე სწავლების მეთოდებით და მრავალფეროვანი არასააუდიტორიო აქტივობებით უცხო ენების მაღალ დონეზე დაუფლების საშუალებას იძლევა.