1933 წლის თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ქუთაისის პედაგოგიურმა ინსტიტუტმა, სადაც პირველივე დღეებიდან მის შემადგენლობაში მოეწყო ფიზიკა-მათემატიკის განყოფილება (შემდგომში ფაკულტეტი), ფიზიკისა და მათემატიკის სექციებით, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა დოც. ანდრო ბეგიასვილი, ხოლო ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელად დოც. მიხეილ კუკავაძე, რომელიც იმავე წლის სექტემბრიდან შეცვალა დოც. მათე მირიანაშვილმა, რომელიც იმავდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგეც იყო.
1936 წელს ფიზიკის კათედრა ორად გაიყო: თეორიული ფიზიკა, გამგე მ. მირიანაშვილი და ექსპერიმენტული ფიზიკა, გამგე დოც. ლეონიდე ხუციშვილი. 1941 წელს კათედრები ისევ გაერთიანდა და ეწოდა ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის კათედრა, (გამგე ლეონიდე ხუციშვილი). 1946 წელს თეორიული ფიზიკის კათედრა ისევ ცალკე გამოიყო და მისი გამგედ დაინიშნა დოც. ვლადიმერ სულავა, ხოლო ზოგადი ფიზიკის კათედრას ხელმძღვანელობდა დოც. მიხეილ გობეჯიშვილი. 1955 წლიდან კი ფიზიკის ერთი კათედრა ფუნქციონირებდა, რომელსაც 1962 წლამდე ხელმძღვანელობდა დოც. ვლადიმერ სულავა.1962-65 წლებში კათედრის გამგე იყო უფ. მასწავლებელი ივლიანე ჯაფარიძე, 1965-77 წლებში კი დოც. იროდიონ ერემეიშვილი. 1977-1986 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. თ. ეფრემიძე, 1986-97 წლებში კი კათედრის გამგე იყო ასოც. პროფ. გოგისა ტომარაძე. 1997-2000 წლებში პროფ. ზაალ გაბრიჭიძე, 2000-2006 წლები პროფ. თორნიკე ეფრემიძე. 2006 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ გაერთიანებული ფიზიკის დეპარტამენტის ხელ-ლი იყო ასოც. პროფ. დემურ თედორაძე, ხოლო 2010 წლიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფ. დავით ნიშნიანიძე.
გარდა ზემოთ ნახსენები პირებისა ფიზიკის კათედრაზე (შემდგომში დეპარტამენტი) მუშაობდნენ პროფესორები: ანდრია ბენაშვილი, მიხეილ ვაშაკიძე, გური თვალთვაძე, რაჟდენ ხუციშვილი, ო. ჩიკვაშვილი. დოცენტები: შოთა გოცირიძე, არჩილ დადუნაშვილი, გიორგი დევაძე, გურამ დევიძე, როსტომ ზაბახიძე, მიხეილ იმნაძე,ნოდარ კუტივაძე, ამბროსი სვანაძე, ივანე ტოროშვილი, არდალიონ ფურცხვანიძე, გიორგი ჩიტაია, ხუსეინ ხალვაში, რევაზ ჯინჯიხაძე, ვლადიმერ ჯიქია, ნათელა კიკაბიძე და სხვები. მასწავლებლები: თინა ბუხაიძე, ელენე კინწურაშვილი, რუბენ გვეტაძე, ალექსანდრე სირაძე, გივი ჭურაძე, იოსებ ხათრიძე, რეზო ჯინჯიხაძე, დიმიტრი სამხარაძე, რევაზ ენდელაძე, ინდიკო ჭელიშვილი და სხვები.
ფიზიკის დეპარტამენტის ამოცანა ყოველთვის იყო და არის ფიზიკის მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდა, ამისთვის დეპარტამენტს აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი. ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ლექციებისა თუ მოხსენებების წასაკითხად დეპარტამენტს ხშირად მოუწვევია ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორიცაა: აკად. ილია ვეკუა, ვ. ფოკი, ა. პეტროვი, პროფესორები: მ. ბაშალეიშვილი, შ. ბებიაშვილი, ა. იშხნელი, ნ. კეველიძე, ვ. კობახიძე, ა. რუხაძე, რ. ჯიბუტი, ა. უგულავა და სხვები.