მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ჰოსპიტაცია ფიხტელგებირგეს კლინიკაში

აწსუ მედიცინის ფაკულტეტსა და გერმანიის ფიხტელგებირგეს კლინიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი/PBL“ სტუდენტმა ვალერიანე (ვაკო) ყიფიანმა ჰოსპიტაციის კურსი გაიარა აღნიშნული კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიისა და ენდოპროტეზირების ცენტრში.

აღნიშნული პერიოდი ვაკომ სრულად გამოიყენა გერმანული ჯანდაცვის სისტემის პრინციპების გასაცნობად, მას კლინიკაში შესაძლებლობა ჰქონდა უშუალო მონაწილეობა მიეღო სტაციონარულ საქმიანობაში, ის ეცნობოდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულ ახალ პაციენტებს და მათ ისტორიებს, უშუალოდ იყო ჩართული სტაციონარული პაციენტების მართვაში, განსაკუთრებით საინტერესო იყო მონაწილეობა ქირურგიულ ოპერაციებში. ვაკო თვლის რომ ჰოსპიტაციამ უდიდესი გამოცდილება შესძინა პროფესიული განვითარებისთვის და მიღებული ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება სამომავლო კარიერის დაგეგმვაში.