აწსუ-ს მასწავლებელთა კლუბი

აკ.წერეთლის სახ. უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის და უწყვეტი განათლების ცენტრის ინიციტივა-საგანმანათლებლო პროექტი-„ მასწავლებლთა კლუბი უნივერსიტეტში“.
პროექტის ხელმძღვენელები:
ასოც. პროფ.- ნატო ქობულაძე
აკად. დოქტორი- შორენა ტყემალაძე
კლუბის მიზანია:
• სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა ინტეგრირებული 300 კრედიტიანი პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის
• კლუნბის წევრებისა და მონაწილე პირების უწყვეტი განათლების ხელშეწყობა
• სკოლებში საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის წარმატებული მაგალითების ურთიერთგაზიარება (სამოდელო გაკვეთილი, კვლევა, პროექტები...)
• საგანმანათლებლო სიახლეების გაცნობა
• განათლების ექსპერტთა რეკომენდაციების გაზიარება
• ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების შექმნა-გამოქვეყნება
ვინ შეიძლება გახდეს კლუბის მონაწილე :
 სკოლის ადმინისტრაცია, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები (გამოცდილების გამზიარებლები)
 პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლები, სტაჟიორები, სტუდენტები (გამოცდილების მიმღებები)
 ლექტორ-მასწავლებლები
 მაძიებელი მასწავლებლები
 დაინტერესებული პირები
კლუბის წევრები შეძლებენ:
• განათლების სფეროში წარმატებული მაგალითების გამოცდილების გაზიარებას;
• განიხილავენ მოსალოდნელ შედეგებს, რომლებსაც კლუბის საქმიანობა მოუტანს სასკოლო და საუნივერსიტეტო საზოგადოებას;
• შეიძენენ საკლასო და სასკოლო საჭიროების პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და ჩატარების გამოცდილებას;
• გამოიმუშავებენ მკვლევარი პედაგოგისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს;
• გაითვალისწინებენ გარე შეფასების ექსპერტების რეკომენდაციებს
• გააანალიზებენ შედეგებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს კლუბში მათ საქმიანობას;
• გაიცნობენ სხვადასხვა რეგიონის განათლების მკვლევარ სპეციალისტებს და კლუბის სხვა წევრებს და გაუზიარებენ ერთმანეთს შეხედულებებს;
• შეძლებენ საგანმანათლებლო ინიციატივებისა და აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას
შეხვედრები გაიმართება ნოემბრის თვიდან თვეში -1-2-ჯერ შერჩეული პრიორიტეტული თემის საკითხებზე
გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია სამიზნე ჯგუფს და დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდოთ თქვენი სკოლის მსურველთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო: marekhi. ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; მარეხ ნიკოლაძე: 571 21 18 10
კონსულტაცია: ნატო ქობულაძე, ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; 577 13 18 10
შორენა ტყემალაძე, ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; 577 952 953