აწსუ პედაგოგიური ფაკულტეტი 2020 წლიდან ჩართულია "USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში" და ახორციელებს ტრენინგების ციკლს -"მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა" იმერეთის რეგიონის 373 სკოლს დირექტორებთან და 1119 ლიდერ მასწავლებლებთან.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა საფაკულტეტო შიგა ქსელი და დაიწყო ვებინარების კვირეული ფაკულტეტის ყველა ლექტორ-თანამშრომლებისათვის და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტებისათვის, იმ აქტულურ საკითხებზე, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში ხორციელდება. ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები აღნიშნული ვებინარების საშუალებით ეცნობიან შემდეგ საკითხებს: მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, თანამედროვე განმავითრებელი შეფასება-სოლო ტაქსონომია, ქართული ენისა და მათემატიკის თემატური ერთეულები-მატრიცები, დიფერენცირება-ინკლუზია-რემედიაცია, ბიზნეს სექტორის ჩართულობა სკოლაში, მშობელთა მონაწილეობა, სასწავლო ჯგუფების მუშაობა. აღნიშნული საკითხები ეტაპობრივად ჩაშენდება ფაკულტეტზე არსებული მასწავლებლის მომზადების პროგრამების სასწავლო კურსებსა და პრაქტიკის კომპონენტში. ამ ინიციატივის ფარგლებშო შეიქმნა პორტალი, სადაც განთავსებულია მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ფარგლებში შექმნილი ტრენინგ-კურსები და საგანმანათლებლო რესურსები. პორტალი ეტაპობრივად განახლდება დ აშეივსება იმ ახალი პროდუქრტებით, რაც პროექტის ფარგლებში შეიქმნება. პორტალი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.