აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი აგრძელებს მემორანდუმების გაფორმებას რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლებთან. ამა წლის 18 ივნისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან და მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლასთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ბატონი შალვა კირთაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ადეიშვილი, USAID საბაზისო განათლების იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გარე დაკვირვების ექსპერტი ნოდარ ცაგარეიშვილი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბაღდათის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ივანე ჟორჟოლიანს, მასპინძელ ბაღდათის №2 საჯარო სკოლის დირექტორ ლალი აბჟანდაძეს და ყველა საჯარო სკოლის დირექტორს, მაღალ დონეზე ორგანიზებული შეხვედრისათვის და გულთბილი მასპინძლობისათვის.