აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტი წერს სამოტივაციო წერილს.
სამოტივაციო წერილი - მაქსიმალური ქულა 100. დადებითად შეფასების მინიმალური ზღვარია 51 ქულა.
სამოტივაციო წერილი შინაარსობრივად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
რატომ გსურთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, თქვენი მიზნები;
რატომ აირჩიეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
რის მიღწევა გსურთ 3-5 წლის განმავლობაში;
როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას დარგში;
არჩეულ სფეროში აღწერეთ ერთი პრობლემა და მისი გადაჭრისთვის წარმოადგინეთ თქვენეული გადაწყვეტილება;
აღწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლები და წარმოადგინეთ თქვენეული ხედვა.
გაანალიზეთ მოცემული ტექსტი და წარმოადგინეთ თქვენეული ხედვა.
სამოტივაციო წერილის შეფასების კრიტერიუმები:
თითოეული კრიტერიუმის ფარგლებში, მაქსიმალური შეფასებაა 5/10 ქულა. შეფასებები ჩაიშლება სამოტივაციო წერილის შესრულების ხარისხის მიხედვით.
იხილეთ დანართი 1 - სამოტივაციო წერილის შეფასება
იხილეთ დანართი 2 - ადგილების რაოდენობა