2021 წლის 30 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში unicef-ის წარმომადგენელმა, ანა ჯანელიძემ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა თამარ საღინაძემ, ცენტრს გადაცეს ბავშვის უფლებების საკითხებზე გამოცემული უახლოესი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ლიტერატურა.
ლიტერატურა განკუთვნილია, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის და ლექტორებისათვის, რომლის მომზადება და აკრედიტაცია უახლოეს მომავალში დაგეგმილია პედაგოგიურ ფაკულტეტზე.
უახლოეს პერიოდში მოხდება ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან ქართულენოვანი რიდერების მომზადება, როელიც ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტებისათვის.