2022 წლის 17 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში, გაიმართა შემაჯამებელი ტური, ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკუსში მონაწილე სკოლებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 30 პროექტი, მეორე ტურში გადავიდა და ფინალისტი გახდა 13 სკოლის პროექტი, მათ შორის: წყალტუბოს №1 და №2, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის, ვანის №2, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის, ზესტაფონის: №2 , №4 და №6, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის, ქუთაისის №29 , №23 და №15, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლები.
საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდნენ: პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებატა ცენტრის ხელმძღვანელი-მამული ბუჭუხიშვილი, სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი-მადონა ბასილაძე, ასოცირებული პროფესორი ბავშვის უფლებათა ექსპერტი-ნატო ქობულაძე, აკადემიური დოქტორი ბავშვის უფლებათა ექსპერტი-შორენა ტყემალაძე, დოქტორანტი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი-მარეხი ნიკოლაძე და ბავშვის უფლებათა ცენტრის უფროსი სპეციალისტი-მაია ბუჭუხიშვილი.
ბავშვის უფლებათა ცენტრი მადლობას უხდის მონაწილე და გამარჯვებული სკოლების დირექტორებს: ფაქიზო ფანჩულიძე, ნარგიზი ფირცხალავა, მინდია გველებიანი, თეონა ადეიშვილი, ირინა ბერეკაშვილი, გოჩა რონღაძე, ლელა კირკიტაძე, ნანა სარალიძე, ვერა ოდიკაძე, ტარიელ გველესიანი, ნესტან სიხარულიძე, ელისო ჯიბლაძე, ნატო ბენდელიანი.
უახლოეს პერიოდში იგეგმება გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება ფასიანი საჩუქტებით და შესაბამისი პრიზებით, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს ბავშვთა უფლებების საქართველოს განყოფილების ხელმზღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი-ღასან ხალილი.