2022 წლის 21 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ, ღასან ხალილის წიგნის, „ბავშვის უფლებები-ისტორიული ევოლუცია“ პრეზენტაცია.
წიგნი ითარგმნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრში პრეზენტაციას ესწრებოდნენ: გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი, სოფო კილაძე.
დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, წიგნის ავტორი.
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
ნინო წილოსანი- საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
ნინო წერეთელი-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
როლანდ კოპალიანი - პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
მამუკა თავხელიძე - პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი;
მამული ბუჭუხიშვილი- პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი.
პრეზენტაციაზე ადგილობრივი და უცხოელი გამომსვლელების მიერ აღინიშნა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი წიგნის თარგმნაში და გამოცემაში. წიგნის თარგმნა და ქართულ ენზე გამოცემა ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ბავშვის უფლებების საკითხებზე. სახელმძღვანელო ასევე აუცილებელია, უმაღლესი, საჯარო და სკოლამდელი დაწესებულების: ლექტორებისათვის, მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის და მოსწავლეებისათვის.