საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდ (unicef) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2020 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრი, ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად. (დანართი 3) მუხლი 2.5 პუნქტი 2-ით გათვალისწინებულია, ტრენინგისა და სემინარების ჩატარება, უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების, მომავალი პედაგოგებისთვის ყველა სფეროში ცოდნის მყარი საფუძვლის შესაქმნელად, მათ შორის: კონკრეტული საგნობრივი ცოდნა, პედაგოგიური ცოდნა (ე.ი. კონკრეტული საგნის სწავლებისა და სწავლის პროცესების ცოდნა) და პედაგოგიკის ზოგადი ცოდნა (ე.ი. სწავლებისა და სწავლის ზოგადი თეორიის ცოდნა, რომელიც სხვადასხვა საგნებისთვის საერთოა). სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონლაინ/ციფრული პლატფორმების, პროგრამების და რესურსების გამოყენებით სწავლებისა და სწავლის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებას. აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე:
2022 წლის 24-25 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა ტრენინგი და სემინარი. რომელშიც მონაწილეობდნენ: პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძრვანელი-მამული ბუჭუხიშვილი, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი-ვლადიმერ ადეიშვილი, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი-იმერი ბასილაძე. ბავშვის უფლებათა ექსპერტი-ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი- ნოდარ ცაგარეიშვილი.
ტრენინგზე დამუშავდა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში განსახორციელებელი რიგი ცვლებები, რომელსაც ითვალისწინებს თანამედროვე სააკრედიტაციო მოთხოვნები. განისაზღვრა, თუ რა კონკრეტული პედაგოგიური და საგნობრივი ცოდნა უნდა მივცეთ მომავალ მასწავლებლებლებს, კონკრეტული საგნის სწავლებისა სწავლის პროცესში გამოსაყენებლად. განხილული იქნა, შესაბამისი უახლესი სასწავლო რესურსებისა და ონლაინ/ციფრული პლათფორმების, ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების საკითხები.