2022 წლის 2 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა ევროპის უნივერსიტეტის მკვლევართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. კვლევა ეხება ევროპული ღირებულებების სწავლებას საქართველოს სკოლებში.
მკვლევარებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თემები: სასკოლო კულტურისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება- ტრენერები: გიორგი ლეკვეიშვილი და ლია გაბინაშვილი; სწავლებისა და შეფასების მეთოდიკის ოპტიმიზაცია- ტრენერები ლელა აბდუშელიშვილი, თამარ აბაზაძე.
გაიმართა საინტერესო დისკუსია, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით.
ევროპის უნივერსიტეტისა და პედაგოგიური ფაკულტეტის ადმინისტარაციას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება მომავალი თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრას პადაგოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, სტუმრის სტატუსით დაესწრო, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში, უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ღასან ხალილი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი, USAID საბაზისო განათლების იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ნატო ქობულაძე.