1 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებს საიუბილეო, 85-ე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ღავთაძემ და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიჭინაძემ.
ამ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის წარმატებით გავლა და საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „მენეჯმენტი“ აკრედიტაციაზე წარდგენა.
გაიმართა უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდის პრეზენტაცია.
პირველკურსელებს გააცნეს ასევე უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტური მხარდაჭერის სერვისები.