2018 წლის 14 დეკემბერს აწსუ საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩართულობით და ინიციატივით, შეხვდნენ უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ისეთი სერვისები, როგორიცაა: ომბუდსმენი, ფსიქოლოგი, კარიერული განვითარება, ტუტორები.
შედგა საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab), სადაც ნიჭიერ და კრეატიულ სტუდენტებს აქვთ ინოვაციური იდეების რეალიზების შესაძლებლობა.
საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტები გაეცვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდებს, მისი გამოყენების შესაძლებლობებს.
საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის საახალწლო ნაძვის ხის მორთვაში.