საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო შეხვედრები ფოთისა და რეგიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებთან

გაიმართა აწსუ საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ტრადიციული, საგანმანათლებლო შეხვედრები ფოთის საშუალო სკოლების მოსწავლეებთან.

სატრანსპორტო და ბიზნესპროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა ლალი ხარბედიამ მოსწავლეთა ფინანსური შემეცნების ამაღლების მიზნით ჩატარებული ლექციის ფარგლებში მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა საბანკო სერვისების მიღების პროცესში ხელშეკრულების პირობების გაცნობის და გაცნობიერების აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.