ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქალაქ ფოთის ხელისუფლების, კოლხეთის ეროვნული პარკის, ეი პი ემ ტერმინალს ფოთის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ ორგანიზებით ქ.ფოთის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ნარჩენებისაგან დასუფთავდა კუნძულის უბნის შავი ზღვის სანაპირო ზოლი.