1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას, რის შემდეგაც 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღის აღსანიშნად ქ. ფოთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ჰიდროგრაფიის სახელმწიფო სამსახურის, ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ქ. ფოთში ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვორქშოპი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორებმა მანანა ფხაკაძემ და „მენეჯმენტის“ საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოც.პროფესორმა ლალი ხარბედიამ.
ასოც. პროფესორ მ.ფხაკაძის მიერ განიხილული იქნა შავი ზღვის გარემოს დაცვაში არსებული გამოწვევები და საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ შავი ზღვის ფოთის რეგიონის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვის მიზნით ჩატარებული გეომორფოლოგიური კვლევები. სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვის მიზნით შემუშავებულია ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს წყალქვეშა ტალღმტეხებად სილით ავსებული გეოტუბების გამოყენებას. ამ ტექნოლოგიით ნაპირის დაცვა გაცილებით იაფია და საიმედოა სხვა, ადრე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, ამასთან გეოტუბების წყალქვეშ განთავსება არ აზიანებს ზღვის სანაპირო ზოლის ბუნებრივ ლანდშტაფტს.