სოციალური დისტანცირების პირობებში, უმაღლეს სასწავლებელში დამკვიდრებულ სწავლება/სწავლის ტრადიციულ ფორმებთან ერთად, დღის წესრიგში დადგა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა.
გამოწვევას წარმატებით უპასუხა საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა. ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების თავიდან აცილების, ამასთან სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ოპტიმალურ დროში გადაეწყო სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში განხორციელებაზე. ონლაინპლატფორმის - Mიცროსოფტ ტეამს მეშვეობით სტუდენტები შეუფერხებლად იღებენ სასწავლო მასალას ვიდეო ლექციების სახით და ელექტრუნული ფორმით, ინარჩუნებენ ლექტორებთან კონტაქტს. სწავლების ახალი ფორმის გამოყენება კი იქცა უმაღლესი განათლების მიღების რეალურ და მოქნილ საშუალებად, რამაც გაზარდა სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობის გამოყენების უნარი.