საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტმა მარიკა წოწონავამ, მიმდინარე წლის 18 ივნისს ჩაატარა ვებინარი თემაზე: „როგორ შევადგინოთ სწორად CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი“.
დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს.