კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „მენეჯმენტის“ კურსდამთავრებულთა შეზღუდულმა რაოდენობამ არატრადიციულად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში აღნიშნა უნივერსიტეტში სწავლის დასრულება.
მენეჯმენტის პროგრამის მეშვიდე გამოშვების კურსდამთავრებულების ე.წ. „ქუდების აყრა" კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.