31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით, გაიმართა ქ. ფოთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავების აქცია. მასში ჩართული იყვნენ ასევე ფოთის N4 საჯარო სკოლისა და ფიზიკა- მათემატიკური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ფოთის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ნარჩენებისაგან დასუფთავდა ქ.ფოთის კუნძულის უბნის შავი ზღვის სანაპირო ზოლი.
აქციამ აჩვენა, რომ ისეთი სერიოზული პრობლემის აღმოფხვრაში, როგორიც წყლის რესურსების მუნიციპალური ნარჩენებით დანაგვიანებაა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვის საკითხებზე და მათი უშუალო ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში.