საბაკალავრო პროგრამა „მენეჯმენტი“-ს ხელმძღვანელი, ასიცირებული პროფესორი ლალი ხარბედია, აქტიურადაა ჩართული მენეჯმენტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის პროცესში. მან მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მეორედ მიიღო მონაწილეობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ ბიზნესისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვაში, რომელიც COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
ასოცირებულ პროფესორის ლალი ხარბედიას მიერ წარდგენილ იქნა მოსაზრება სწავლის შედეგებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დარგობრივ მახასიათებელში ასახვის შესახებ.