კარიერის დაგეგმვა წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის, რაც გამოიხატება პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვაში და შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებაში.
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე პერიოდულად ტარდება კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა სს „კრედო ბანკის" პერსონალის შერჩევის რეგიონალურ ოფიცერთან ეკა კილასონიასთან, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ბანკში არსებული ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები.
მსგავსი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ეხმარება მათ დაფიქრდნენ საკუთარ ინტერესებზე, მისწრაფებებზე, კომპეტენციებზე, პირად თვისებებზე, კვალიფიკაციასა და შესაძლებლობებზე, რათა შეუთავსონ ისინი დასაქმების არსებულ შესაძლებლობებს.