მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
ბანკის წარმომადგენელმა მიკროსაკრედიტო ჯგუფის უფროსმა მაია ჯანაშიამ სტუდენტებს გააცნო ბანკში არსებული სტაჟირების და დასაქმების პროგრამები, ასევე კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
დასაქმების პერსპექტივაზე ესაუბრა თიბისი ბანკის დაკრედიტების ექსპერტი სალომე ბერაია. აღნიშნული ბანკის სტაჟირების პროგრამაში ჩართულმა მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ალექსანდრე რურუამ თანაკურსელებს გაუზიარა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში განმტკიცების მნიშვნელობა.