აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი სწავლა-სწავლებასა და კვლევასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობს უნივერსიტეტის მესამე მისიის გაძლიერებას - ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას ქალაქ ფოთის სკოლის მოსწავლეებში.
ტექნოლოგიურ ეპოქაში ჩვენი ყოველდღიური აქტივობა, რეალურ თუ ინტერნეტსივრცეში მიღებული მომსახურება, გარკვეულწილად პერსონალური მონაცემების გაზიარებას უკავშირდება, რაც გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ამიტომ ფაკულტეტმა საჭიროდ ჩათვალა ქალაქ ფოთის სკოლის მოსწავლეებისთვის დროულად მიეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობის შესახებ და საკუთარ უფლებების შესახებ.
საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ორგანიზებით, კომპიუტერული კლასის სპეციალისტმა ნიკა ჩაჩავამ მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში.