კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების მიზანია ცენტრის მიერ ჩატარებული ერთწლიანი კვლევის პირველადი შედეგების წარდგენა ფაკულტეტებზე. აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებდა აკადემიური პერსონალის საჭიროებების შესწავლას სამეცნიერო კუთხით, მათ შორის სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენას და ამ მხრივ რეკომენდაციების შემუშავებას. შეხვედრები უკვე ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკურ, მედიცინის, პედაგოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტებზე. შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება სტატისტიკური ინფორმაცია და ანალიზი კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ჭრილში არსებულ ვითარებაზე გამოქვეყნებების თვალსაზრისით. აგრეთვე რეკომენდაციები შიდასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ.
ვრცლად: აკადემიური პერსონალის გამოქვეყნებების ანალიზის შედეგების გაცნობა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის "Support on Skills Development and Matching for Labour Market Needs'/Skills for Jobs Programme Phase 2" ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ა.შ.
ვრცლად: საგრანტო კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში
კვლევის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი იწყებს რიგი ღონისძიებების განხორციელებას. უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება, დარგობრივი მიმართულებით თანამედროვე კვლევის მეთოდებისა და კვლევაში არსებული ტენდეციების გაცნობა. ამ კუთხით აკადემიური პერსონალის გაძლიერება 2020 წლის შემოდგომაზე ავტორიზაციის მონიტორინგის წარმატებით გავლის ერთ-ერთი წინაპირობაა.