კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრმა, 2022 წლის 20, 25 და 26 იანვარს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ჩაატარა ტრენინგები სამეცნიერო ბაზებში რეგისტრაციის, პროფილების შექმნის,სამეცნიერო ბაზების მნიშვნელობის, მათი გამოყენებისა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, 2022 წლის 24 და25 იანვარს, მონაწილეობა მიიღო BESTPRAC-EARMA-ს ვირტუალური შეხვედრაში, რომელიც განკუთვნილია მეცნიერების და კვლევის მენეჯმენტში ჩართული პირებისთვის. BESTPRAC ევროკავშირის დამფინანსებელი ორგანიზაცია COST-ის ფარგლებში დაფუძნებული ქსელია, ხოლო EARMA — კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების ევროპული ასოციაციაა.
კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აკაკი წერეთლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს ტრენინგს კვლევის თვისებრივ მეთოდებში. ტრენინგის მიზანია თვისებრივი კვლევის მეთოდების თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენების ტექნიკის დაუფლება. ტრენინგის პირველი ეტაპი გაგრძელდება ორ დღეს და მოიცავს 10 საათს. მონაწილეები გაეცნობიან ჯგუფებში ინტერვიუს ჩატარების ტექნიკებს, ჩატარებული ინტერვიუს ტრანსკრიპტისა და შედეგების ანალიზის დოკუმენტურ მეთოდს, ასევე მონაცემების წარმოდგენისას ჯგუფის დინამიკის შესწავლას და ტიპოლოგიზაციის ტექნიკას. ტრენინგის მეორე და მესამე სესია დაეთმობა კონტენტ ანალიზსა და დაფუძნებული თეორიას. მონაწილეები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობიან თვისებრივი კვლევის ამ მეთოდების მახასიათებლებსა და ანალიზის ტექნიკებს. პირველი სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ დავალებას - ინტერვიუს ტრანსკრიპტს, რომლის ჯგუფურ კოდირებასა და ინტერპრეტირებას (კონტენტ ანალიზის მიხედვით) დაეთმობა ტრენინგის მეორე ეტაპი 2 კვირის შემდეგ.
უნივერსიტეტის კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა კობახიძის პროექტი "კვლევის პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში" განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ 27 000 ლარით დააფინანსა.
ვრცლად: კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის პროექტის წარმატება
კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აკაკი წერეთლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს ვორქშოპს თემაზე - ადგილობრივი გრანტები და საგრანტო განაცხადის მომზადება. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან საქართვლოში სამეცნიერო გრანტებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, არსებულ პრაქტიკას, დონორი ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას და ა.შ. გარდა ამისა, განხილული იქნება სსიპ - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში არსებული გრანტები და ფონდის მუშაობის სპეფიციკა. პრაქტიკული მაგალითების (უნივერსიტეტში უკვე მოპოვებული გრანტების) გამოყენებით მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია განაცხადის მომზადების ტექნიკასთან დაკავშირებით.
ვოქშოპი გაიმართება პერიოდულად, აკადემიური პერსონალის მოთხოვნის შესაბამისად.
ჯგუფში მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა - 20.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/gCdxb8BbnxD3cuWH9 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.