აწსუ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

აწსუ სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში 2020 წლის 26 ივნისს ჩატარდა საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტთა ონლაინ კონფერენცია. კონფერენცია მიმდინარეობდა ორ სექციაში თემების შესაბამისად: სექცია 1. ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია.

სექციის ხელმძღვანელი - ასოც. პროფესორი პაატა გერაძე, თავმჯდომარე - ელექტრული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი დავით ფუტკარაძე; სექცია 2. მშენებლობა და ტრანსპორტი. სექციის ხელმძღვანელი - ასოც. პროფესორი ჯუმბერ ჩოგოვაძე, თავმჯდომარე - მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ლუკა კურდღელია. კონფერენციის საერთო ორგანიზაცია განახორციელა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოც. პროფესორმა ზაზა ჟორჟოლიანმა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ო.კიკვიძე. წარმოდგენილი იქნა საინტერესო მოხსენებები ენერგეტიკის, გამოყენებითი მექანიკის, მშენებლობის, არქიტექტურის და ტრანსპორტის აქტუალურ საკითხებზე.