2021 წლის 22 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათაფაკულტეტის ორგანიზებით და ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის მაკა ხეცურიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა საქალაქო კონფერენცია „წყლის რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და გეოგრაფიისსაბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისპირველი კურსის კურსანტებმა და ქუთაისის №1, №3, №9 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა. წყალი და ჯანმრთელობა, წყლის რესურსების მართვა და ხარისხის კონტროლი, წყლის მარაგი დედამიწაზე და მტკნარიწყლის პრობლემები, ოკეანეების, ზღვებისა და მდინარეების დაბინძურება, დიდი ჰესების ზეგავლენა გარემოზე, შავიზღვის ისტორია და ეკოლოგიური პრობლემები, საქართველოს ტბების ბიომრავალფეროვნება და ნავთობის მავნეზემოქმედება წყლის ბიომრავალფეროვნებაზე – ეს ის საკითხებია, რაზეც კონფერეციაზე იმსჯელეს. მომხსენებლებმაგანსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების VI და XIII მიზნებზე, როგორიცაა: კლიმატისცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და სუფთა წყალი და სანიტარია. დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია აწსუ ზოოლოგიის მუზეუმის ექსპონატებმა, რომლებიც სპეციალურადკონფერენციისთვის გამოიფინა.საქალაქო კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ჯულაყიძემ. დამსწრესაზოგადოებას მიესალმა და კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა აწსუ რექტორმა –პროფესორმა როლანდ კოპალიანმა.კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ პროფესორი ნინო ინასარიძე – საქართველოსბიოტექნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ გამოყენებითი ბიომეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი და ანაგულბანი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე.