ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია)" (პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჩიქვინიძე) 2021 წლის 16 აპრილს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე და დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.