ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. მალხაზ ბაკურაძის, გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფ. რალფ მეიერის, ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის პროფ. ამირან გოგატიშვილის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. თენგიზ ბოკელავაძის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფ. ა.ბერიძის ორგანიზებით ა/წ 30 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ბათუმში განხორციელდა საზაფხულო სკოლა „ალგებრა, ტოპოლოგია და ანალიზი, და ალგებრები“.
საზაფხულო სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მათემატიკა“ სტუდენტებმა: ლევან კვინიკაძემ, სალომე სხულუხიამ, სოფიკო სხულუხიამ, ქრისტინე მაჭარაძემ.