ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ-საჯარო ლექცია თემაზე „ეკოლოგიური პრობლემები და ჯანმრთელობა“.
მოხსენება გააკეთა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების პროფესორმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, მელიქიშვილისა და ეროვნული პრემიის ლაურეატმა რამაზ გახოკიძემ, რომელმაც განიხილა არსებული მწვავე ეკოლოგიური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, სავალალო შედეგები და ქიმიური რეაგენტებით გარემოს დაბინძურების საკითხები.
გამოითქვა მოსაზრებები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ.
ლექცია წარიმართა მსმენელთა აქტიური ჩართულობით. ლექციის ბოლოს მომხსენებელმა უპასუხა დასმულ კითხვებს.