ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი პერსონალის მიერ წარმოდგენილი კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით აცხადებს სამეცნიერო-საგრანტო კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:

მათემატიკა
კომპიუტერული ტექნოლოგიები
ფიზიკა
ბიოლოგია
გეოგრაფია
ქიმია

დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2021 წლის 8 ნოემბრიდან და გაგრძელდება 10 ნოემბრის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
კონკურსის პირობები წარმოდგენილია თანდართული დოკუმენტის სახით.