საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ ,,მათემატიკა" მიიღო აკრედიტაცია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,მათემატიკა" (პროგრამის ხელმძღვანელები პროფესორი გიორგი ონიანი, პროფესორი ზაზა სოხაძე) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე და დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ ,,მათემატიკა" მიიღო აკრედიტაცია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,მათემატიკა" (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ტარიელ ქემოკლიძე) 2021 წლის 22 ოქტომბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 4 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე და დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.