გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს UNESCO გადაწყვეტილებით მათემატიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 მარტს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, მიმდინარე წლის 26 მარტს, 11 საათზე, აბიტურიენტებისათვის უნივერსიტეტის სივრცეში ატარებს კონკურსს მათემატიკაში, რომლის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა, მისი შედეგების მიხედვით შედგება აბიტურიენტთა რანჟირებული სიები და გამოვლინდება გამარჯვებულები.
პირველ ოცეულში მოხვედრილ აბიტურიენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30% ბარიერი და აღნიშნული რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან 1-3 ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 და 100 ლარის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 9 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით ბმულზე
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №59 აწსუ მათემატიკის დეპარტამენტი ტელ: 595556090